შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მთვარის ქურუმი

მე შენი წელის სივიწროვე მაღიზიანებს,
და ლურჯი ტალღა, რომ მოგიჩანს თმების სიღრმიდან,
ადრე იყო და... გადავყევი შიშველ ლიანებს,
ქვიშა მწვავდა და ქარაშოტი გულ-ღვიძლს მიღრღნიდა.
დღეს - გაფრენილი თოლიები... კიდევ... რავიცი...
ცა - თითქმის ღია თაფლისფერი, თეთრი თუ მრუმე...
ყველა ხომლში და ყველა ქიმში შენს ლანდს დავეძებ
მე - უმოწყალოდ დაწყევლილი მთვარის ქურუმი.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=15683

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →