შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქალაქი

ვუცდი... (რაღას ვუცდი?!.) სველი ტროტუარი აცილებს მანქანებს,
ეყრება რუსთაველს ცივი ნოემბერი - ქარვა და გიშერი...
სადღაც ბავშვობაში ირწევა პალმებით ნაქარგი ბაქანი,
არა მაქვს სახლი და... მშობლები არ მყავს და... ჭადრებმა მიშვილეს.

აქ, ამ კარნავალზე, სულ მალე ნათურებს აანთებს ქალაქი,
ზურგით მიეყრდნობა მთაწმინდას, დილამდე გამაცლის არაქათს, -
დილით წვერგაბურძგნულს ძველი ნაცნობივით მიღიმის დალაქი,
შენ კი - ძველებურად - არა ხარ, არა ხარ, არა ხარ, არა ხარ...
......
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=20565

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →