ჩანაწერი
Laravel
დისონანსური
შენ მოხვედი და მოიყოლე სუნთქვა ელადის,
ეოსის ნისლი და ამურის ბასრი ისრები,
მო, ღვთაებრივი სითხე შევსვათ, ღვინო - მისწრება,
მერე ამფორა დავატოლოთ კოლხურ ხელადას.
ერთ დროს აქ ცვრიან ბალახს ძოვდნენ ოქროს ვერძები
და ძმისწულს ზრდიდა უძლეველი მეფის და - კირკე;
როდემდე უნდა მეშინოდეს შენი დაკარგვის?!.
ნუთუ იმიტომ გიპოვე, რომ ისევ გეძებო?!.
მოდი, ამფორა დავატოლოთ კოლხურ ხელადას...

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=23627
კომენტარი
0