ჩანაწერი
Laravel
გურიაში
ხეირიანი გაბრაზებაც არ შემიძლია, ისე სუსტი ვარ,
თენდება დილა, ჩემზე მეტად ნაბახუსევი.
ამ მთების მიღმა ქარია და ნასაკირალი,
შუკის ბოლოში ჩამისაფრდა წვიმა-ფირალი.
"შემიყვარდი და დაგემალე..." დაგემალები,
რადგან ბრმა ვარ და ვიხედები გულის თვალებით
დიდი ხანია... გუბურები გულშიც ჩნდებიან...
ვგრძნობ, თავსხმა წვიმა შენზე მეტად მომნატრებია.
ვკითხულობ ზეცას, შემოქმედის უცნობ პიესას,
მე პოეტი ვარ და სუფსაში ვნათლავ იესოს...

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=23972
კომენტარი
0