შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

კალანდა

ჩირით,
ჩურჩხელით,
თმახუჭუჭა ჩიჩილაკებით მოდის კალანდა,
”კრიმანჭულით” ხვდებიან მთები,
მე შენზე დარდს და გულისტკივილს ძველ წელს გავატან,
ახლაღა ვხვდები,
არაფერია უმჯობესი ცაში ნავარდზე,
როცა დალანდავ
ღრუბლებში უფალს ფრთაფარფატა ანგელოზებით...
მოდის კალანდა, -
იფარება თოვლით სოფელი
და ზამთრის ღამე გიშრის ფერია,
შენ მეზღაპრე ხარ,
მე - პოეტი უარყოფილი...
და მაინც,
მაინც, -
ჯვარი გწერია!..
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=24090

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →