შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღამე - მონაზონი

ფრთხილად იარე, შენი გული ბროლის გულია,
დაცურდება და დაიშლება წვრილ ნამცეცებად;
ეს ღამეც მალე გასცილდება ლესას, გულიანს,
ავა ჯუმათში და მონაზვნად აღიკვეცება.
ზოგჯერ უშენოს, უილაჯოს, ბრმადქმნილს, ჯიქურად
მაჩერებს ზღურბლთან გალობა და სუნი საკმევლის...
ამბობენ, ღმერთმა ყველა კარი როცა მიხურა,
უღრუბლო ცისკენ შეღებული დარჩა სარკმელი.
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=25008

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →