ჩანაწერი
Laravel
არქეოპტერიქსი
არ დაიჯერო,
რომ ქვაზე მჯდარს გამისკდა გული.
მე მაშინაც შენზე ვფიქრობდი,
როცა უეცრად შევრჩი მთვარეს
გაშლილი ფრთებით...
ახლა იკვლევენ,
ხვლიკი ვარ თუ უცხო ფრთოსანი,
ცარცზე ვარ თუ მთვარის ნატეხზე...
უაზრობაა! -
ტყუილუბრალოდ აფუჭებენ ძვირფას თაბახებს,..
მე პოეტი ვარ,
დღენაკლული,
თანაც ნამარხი...
რომ ქვაზე მჯდარს გამისკდა გული.
მე მაშინაც შენზე ვფიქრობდი,
როცა უეცრად შევრჩი მთვარეს
გაშლილი ფრთებით...
ახლა იკვლევენ,
ხვლიკი ვარ თუ უცხო ფრთოსანი,
ცარცზე ვარ თუ მთვარის ნატეხზე...
უაზრობაა! -
ტყუილუბრალოდ აფუჭებენ ძვირფას თაბახებს,..
მე პოეტი ვარ,
დღენაკლული,
თანაც ნამარხი...
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=34742
კომენტარი
0