შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მშიშარა ცრემლი

მშიშარა ცრემლი - შემომჯდარი ჩალის ღეროზე,
ქარი და ქარის მოტანილი ქარი - გამჭოლი,
წაიღე სული, დემონი ხარ თუ ანგელოზი,
თუნდაც გაყიდე, თუნდაც დაგმე, თუნდაც გაჭორე.

რაკი ღამეა და სიკვდილზე ადრე მოხვედი,
რაკი მოხვედი და ჩალაზე მეტად მაფასებ,
არ მაპატიო, სამოთხე ხარ თუ ჯოჯოხეთი,
შენი ბოროტი სილამაზის ერთი ნაფაზიც.

ვიცი, ეს გრძნობაც ძალიან ჰგავს ქარის მოტანილს
და ეს ვნებები ხვალინდელზე ოდნავ მეტია,
მომწყინდა სული, ფერია ხარ თუ ჯადოქარი,
ერთი წამითაც არ დაგიშლი მასში ხეტიალს.

მაინც არ გჯერა, თუ არ გჯერა, ალბათ, არც არის
საჭირო, არც ეგ და არც ცრემლი - ჩალის ღეროზე,
დარჩი ჩემს სახლში, გინდა ყალბი, გინდა მართალი,
დარჩი ჩემს სულში, დემონი ხარ თუ ანგელოზი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →