შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

პოეტის აგარაკი

შეირხა სული მოწყენილ სიმად,
ატმის უნაზეს ფერს მინდობილი,
დგას ფეხშიშველი ეზოში წვიმა
ამ დაობლებულ ბაღის დობილი.

მას ეკუთვნოდა წინათ ეს სახლი
და იცინოდა მზეზე ხეხილი!..
ის კი უფსკრულთან აღგზნებულ სახით
იდგა ბავშვივით გულგაღეღილი...

დგას აივანი გვერდზე წახრილი,
შორს კი კრამიტებს ასდის ალმური,
ბეთანიიდან მოდის ნახირი,
პატარა ბიჭი
და სალამური...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →