შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ირაკლი აბაშიძეს

დღეს ისე დათბა, ვეღარ გავძელით
და სამადლოსკენ ვიქციეთ პირი,
სად ბეთანიის თეთრი სანთელი
ასკილის ტყეში ბავშვივით ტირის.
გატყდა პური და გაივსო ჭიქა,
დაიძრა სიტყვა სასიყვარულო,
ეს სადღეგრძელო რამდენჯერ მითქვამს,
შენზე მაფიქრალს, სულო, მამულო!
რამ ათქმევინა,
ვით ათქმევინა?
_ რამ და მამულმა.
საქმემ საერომ:
`დედაო ენავ, დედაო ენავ~,
ჩვენო სისხლო და
ჩვენო ჰაერო!
როგორ ხმაურობს,
მე უკვე მესმის,
აპრილი გზებზე, თეთრად მმოსავი,
და ამ მთებისთვის სათქმელი ლექსი
ცისკენ მიფრინავს მიმინოსავი
Laravel

კომენტარი

1
მგელაძე მამხილებელი დონე 1 · ახალბედა 6 წლის წინ
ვაი!
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →