შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

იანვრის ღამე და მთვარის ცეცხლი

ჩაქრა ღუმელი, მინელდა ცეცხლი
და წიგნით ხელში შენც მიიძინე.
იანვრის ღამე და მთვარის ვერცხლი
მოადგა ჩუმად დაორთქლილ მინებს.
და ღამე თითქოს ხელს უფათურებს
მიკეტილ ფანჯრებს, მიხურულ კარებს,
ქუჩაში ქარი არხევს ნათურებს,
როგორც პატარა ანთებულ ზარებს.
გისწორებ საბანს და ფეხაკრეფით
მე ვუბრუნდები ფურცლებს და ფანქრებს
და ქარი სულში მბჟუტავ სტრიქონებს
ანთებს და აქრობს, აქრობს და ანთებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →