შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

შუაფხო

ხატობას აველ შუაფხოს
მზე ზანზალაკად ეკიდა...
შუაფხოელი შუახნის
წამოიწია თექიდან...
წამოაქცია კურატი,
გამოუღადრა კისერი,
ატყდა ღრეობა პურადი-
კაცი არ დარჩა ფხიზელი....
ლუდით და ჟიპიტაურით
გამტყვრალი ხალხი ეყარა
და ხერხემალში ხმაურით
შემოდიოდა ქვეყანა.....
ვიჯექი, ჯვარი მეწერა,
მშვიდი, მწყაზარი სახითა,
რომ მერე ლექსად მეწერა,
რასაც დღე გულზე მახლიდა....
მზემ რომ მოხვრიპა ზედაშე ,
ხატს უხმოდ გამოვესალმე...
და საღამომდე მე და შენ
ვკრიფეთ ცისფერი კესანე.
მოვედი, ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე....
მთვარე,
მე,
შენ და არაგვი
მთვრალი ვიყავით ოთხივე.....
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →