შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

როგორც რიყის ქვა ..

როგორც რიყის ქვა სიპი და ჭრელი
წყაროს თვალიდან წყალთა დინებამ,
როგორც ლოდინმა ჩემი და შენი
აზრის სიმშვიდე და მოთმინება,
როგორც პირველი წიგნის ხელიდან-
ხელში ტარებამ,გადაშლამ,მერე
ათასმა თვალმა,სხივმა ზევიდან,
ხელმა ხელახლა - ფურცლების ფერი,
"მიყვარხარ"-სიტყვაც ისე გაცვითა
ბაგემ,ღაწვიდან რომ დააწვიმდა
ცრემლი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →