შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

საღამო

საღამო – ნაკლები სინათლე
და მეტი განწყობა შიგნიდან.
სვლა შენი განცდების წინანდელ
დაბურულ ლაბირინთში გინდა.

საღამო – ფოთლების სიმწვანე,
ქუჩები – ჯადოქრის შეხვედრა,
უეცრად სუნთქვას რომ გიმწვავებს –
შეხედავ და თავბრუ გეხვევა.

საღამო კანკალებს ჩრდილებით,
ცირცელის მარცვლები დაცვივდა,
აივნებს მოუსხდნენ ჩიტები
მაცნენი სულთა გარდაცვლილთა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →