შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ორჯერ დაბრმავებული

ერთი ყარიბი ჩიოდა,
თავის ბედს ემდურებოდა,
სიყრმითვე თვალთა კილონი
ერთმანეთს შესწებებოდა.
რა განეკურნა მკურნალსა,
მზეს სადმე დაჰმზირებოდა,
რასა ჰგონებდა საბრალო,
ხელახლად დაბრმავებოდა!

მსგავსად მისსა, მეც ბრმა ვიყავ,
სულ დამხშოდა გრძნობა, ჟინი,
სიყვარული გულს ვერ სძრავდა,
არსად ვიყო ჩემთვის ლხინი.
შენ მკურნალად გამომიჩნდი,
იმა სენსა მომარჩინე,
შემოგხედე, ჩემო მზეო,
და წამერთო თვალთა ჩინი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →