შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ყვავილს

გაზაფხულისა დიდებავ,
სტუმარო, მოკლე ხნისაო,
ტურფაო, ნაზო, სუნნელო,
მშვენებავ მინდორ_ტყისაო,
რა აჰყვავდები, ფოთოლსა
დაგიჭკნობს სხივი მზისაო,
დილას მოხვალ და საღამოს
მგზავრი ხარ შორი გზისაო.

ჩვენც შენებრ მოვალთ სოფელსა,
შევსწირავთ მრავალ ქებასა,
გვიკვირს ბუნება, ვადიდებთ
უფლისა ძლიერებასა,
ვნავარდობთ, სიყრმე მინამდის
მოიწვევს მოხუცებასა,
სიკვდილი გვაჭკნობს, ვით შენ მზე,
და მიგვცემს გახრწნილებასა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →