ჩანაწერი
Laravel
მთხოვნელი მსაჯულისადმი
მოველ, ბატონო, ღმრთისა მსაჯულო,
გენაცვალების შენ ჩემი თავი,
მხურვალედა გთხოვ, ცრემლითა გვედრი,
გულს მომაშორე მე ცეცხლი მწვავი,
გთხოვ, დამიბრუნო მე ჩემი შვილი,
დედა ვარ მისი, განა მომკლავი?
სხვა რად ჰპატრონობს ჩემსა ნაშობსა,
რისთვისა სტანჯავს მანდ მდგომი სვავი?
შვილი ჩემია, უარს ხომ ვერ ვყოფ,
გთხოვ, მომაშორო ეს ცეცხლის ალი,
მე ბევრს ვერ შევძლებ, სუსტი ბუნების
დედა ცოდვილი, ბედკრული ქალი.
ეს კაცი მებრძვის, შვილი წამართვა,
ვისი უპყრია, მიბრძანე ძალი?
შენ რად არ მომცემ ღმრთის ნაჩუქრებსა,
რად არ მიბრძანებ, თუ გწამს უფალი?
ამ დროს მიჰხედა შვილსა დედამა,
თვალს უშვრებოდა, უქნევდა ხელსა,
ჩემთან მოდიო, მას ანიშნებდა,
ცრემლს კი ვერ ჰღვრიდა გულის შემწველსა.
შვილსა, შემკრთალსა ბატონისაგან,
ვერა ვხედავდი დედისკენ მსვლელსა,
რომ მისულიყო, გადაეკოცნა,
დედაშვილურად ჰხვევოდა მკერდსა!
გენაცვალების შენ ჩემი თავი,
მხურვალედა გთხოვ, ცრემლითა გვედრი,
გულს მომაშორე მე ცეცხლი მწვავი,
გთხოვ, დამიბრუნო მე ჩემი შვილი,
დედა ვარ მისი, განა მომკლავი?
სხვა რად ჰპატრონობს ჩემსა ნაშობსა,
რისთვისა სტანჯავს მანდ მდგომი სვავი?
შვილი ჩემია, უარს ხომ ვერ ვყოფ,
გთხოვ, მომაშორო ეს ცეცხლის ალი,
მე ბევრს ვერ შევძლებ, სუსტი ბუნების
დედა ცოდვილი, ბედკრული ქალი.
ეს კაცი მებრძვის, შვილი წამართვა,
ვისი უპყრია, მიბრძანე ძალი?
შენ რად არ მომცემ ღმრთის ნაჩუქრებსა,
რად არ მიბრძანებ, თუ გწამს უფალი?
ამ დროს მიჰხედა შვილსა დედამა,
თვალს უშვრებოდა, უქნევდა ხელსა,
ჩემთან მოდიო, მას ანიშნებდა,
ცრემლს კი ვერ ჰღვრიდა გულის შემწველსა.
შვილსა, შემკრთალსა ბატონისაგან,
ვერა ვხედავდი დედისკენ მსვლელსა,
რომ მისულიყო, გადაეკოცნა,
დედაშვილურად ჰხვევოდა მკერდსა!
Laravel
კომენტარი
1მნიშვნელოვანია ისიც, რომ რაფიელ ერისთავისთვის ამ შინაარსის ლექსი საშიშროებას არ წარმოადგენდა, იოსებ მიქაბერიძის მხრიდან კი, მისი თანამდებობის გათვალისწინებით, იმ დროს ამ ლექსის საკუთარი სახელით გამოქვეყნება საკმაოდ გაბედული ნაბიჯი იყო.
იოსებ მიქაბერიძის შთამომავალი, ნანა იოსელიანი