შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ბერუას ჩივილი

ყველა მე ჩამომეკიდა:
მამასახლისი, გზირია…
როგორ არა ვთქვა ბეჩავმა
მეც ჩემი გასაჭირია?…
ფული მემართა ვაჭრისა
,,რიგისთვის” აღებულია,
თავნში პურ_ღვინოს დამჯერდა,
ვახშში მივეცი ფულია.
აკი გაუწყრა ღმერთია
და მიშილთახა წყეულმა,
ვალი მომთხოვა მეორედ,
ღვინოზედ შემოჩვეულმა.
ხელახლად წამომიარა,
სულით ხორცამდის გამცალა…
ნათლია მამასახლისმა
ერთ თუნგ არაყაში გამცვალა!
არ შემარჩინეს ზედაშე,
გოჭი, ქათამი, წიწილა,
არც საბუდარში კვერცხები,
გამომილიეს სინსილა!…
გეო ვაჭარი ჩემს სახლში
ნავარდობს როგორც ქორია,
გზირიც, არყისგან გამტყვრალი,
გორაობს როგორც ღორია!…
რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე,
რით მოვიცილო ჭირია!…
ყველა მე ჩამომეკიდა:
სოფლის მოხელე, გზირია…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →