შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ობოლი

აღარავინ ჰყავს მომვლელი:
დედაც მოუკვდა, მამაცა,
შავმა სიკვდილმა, უწყალომ,
იმათზე გაიმამაცა.

პურს ვიღა აჭმევს პაწიას?
ვიღა დააწვენს ლოგინში?
ვინ დაჰბანს, ვინ დაუყვავებს?
სული გასძვრება ლოდინში.

დედაც მოუკვდა, მამაცა,
მარტოა, ერთადერთია,
მაგრამ განგება დიდია,
მისი დედ_მამა ღმერთია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →