ჩანაწერი
Laravel
ღმერთო, მაშორე
მოვედ, უფალო, ეკლესიაში,
ცრემლს ვღვრი შენდამი მეტანიაში,
ისმინე ჩემი ვედრება სწორე:
დამხსენ ბოროტსა და ფარისეველს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
სწავლაში მომეც მეხსიერება,
რომ შევიძინო მეცნიერება,
თორემ მარტყია სიბრიყვის ყორე…
უნიჭო ოსტატს, ბერძნულს, ლათინურს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
ბედნიერება მოძმისთვის არ მშურს,
ომი არ მიყვარს, სისხლი არა მწყურს,
მიყვარს სიცოცხლე, მშვიდი და მდორე…
ხმალსა, ზარბაზანს, თოფს და დინამიტს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
ფული არა მაქვს, ვინ მომაქვავა?
ამდენმა ვალმა სულ გამათავა
სესხზედ, თუ მიჭირს, _ არა ვარ შორე,
მაგრამ ვღაღადებ: ყასუმას ბანკსა_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
ქალს ვეტრფი ყველას ბებრების გარდა…
ან კი რას ვაქნევ, რაც გადაგვარდა?…
მხოლოდ არ მიყვარს ქალი მეჭორე…
ერთსაც ვთხოულობ: შლეიფს, კრინოლინს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
მიყვარს სამშობლო და დედაენა,
ღმერთო, შენ მიეც ქართველებს ლხენა,
რომ იქნენ სწავლით სხვის თანასწორე!
თემურსა და ყრუს, უცხოს, უსჯულოს_
ღმერთო, მასორე, ღმერთო, მაშორე!
ცრემლს ვღვრი შენდამი მეტანიაში,
ისმინე ჩემი ვედრება სწორე:
დამხსენ ბოროტსა და ფარისეველს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
სწავლაში მომეც მეხსიერება,
რომ შევიძინო მეცნიერება,
თორემ მარტყია სიბრიყვის ყორე…
უნიჭო ოსტატს, ბერძნულს, ლათინურს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
ბედნიერება მოძმისთვის არ მშურს,
ომი არ მიყვარს, სისხლი არა მწყურს,
მიყვარს სიცოცხლე, მშვიდი და მდორე…
ხმალსა, ზარბაზანს, თოფს და დინამიტს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
ფული არა მაქვს, ვინ მომაქვავა?
ამდენმა ვალმა სულ გამათავა
სესხზედ, თუ მიჭირს, _ არა ვარ შორე,
მაგრამ ვღაღადებ: ყასუმას ბანკსა_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
ქალს ვეტრფი ყველას ბებრების გარდა…
ან კი რას ვაქნევ, რაც გადაგვარდა?…
მხოლოდ არ მიყვარს ქალი მეჭორე…
ერთსაც ვთხოულობ: შლეიფს, კრინოლინს_
ღმერთო, მაშორე, ღმერთო, მაშორე!
მიყვარს სამშობლო და დედაენა,
ღმერთო, შენ მიეც ქართველებს ლხენა,
რომ იქნენ სწავლით სხვის თანასწორე!
თემურსა და ყრუს, უცხოს, უსჯულოს_
ღმერთო, მასორე, ღმერთო, მაშორე!
Laravel
კომენტარი
0