შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ღმერთი დიდია, ღარიბო!

რამ დაგაღონა, ძმობილო,
პური თუ შემოგელია?…
მოხან, მოთესე, მოიმკე,
ბუნება მწყალობელია;
გამხნევდი, ძმაო, იმედი
არსად არ გაგვიფრინდება,_
„ღმერთი დიდია, ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“

წუთისოფელი ცრუ არის,
აქ ყოფნა ერთი წამია;
გამხნევდი ყველა საქმეში
და გაისარჯე, ძამია…
როცა რომ იასაული
უმართლოდ ჩაგიფრინდება,_
„ღმერთი დიდია, ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“

შფოთს ნუ აუტეხ ნურავის,
ყველასთან იყავ ძმურადა,
დავას რომ ხარჯი მოჰყვება,
შენ ის გეყოფა პურადა,
თუ მეზობელი აგიტყდა,
ჩქარობს და აგიღრინდება,_
„ღმერთი დიდია, ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“

რაც დაგდო ბედმან ვალადა,
თავთავის დროზე აძლიე;
სათემო სამსახურები
არ შაირჩინო,_ დასძლიე,
და მაშინ მამასახლისი
თუ რასმე აგიხირდება,_
„ღმერთი დიდია, ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“

მღვდელს საქორწილო, საკურთხი
მიართვი დაწესებული,
რომ ვეღარ გისაყვედუროს,
მაშინ იქნები ქებული;
თუ მეტს დაიწყებს თხოვნასა,
იქამდინ გამოტვინდება,_
„ღმერთი დიდია, ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“

ვალს ნუ აიღებ ვაჭრისგან_
იმისი ვალი ძნელია,
თუ გაგიჭირდა, გვერდით გყავს
შენივე მეზობელია.
ისევ მან ირგოს ცოტა რამ,
ვალი არ გაგიმსხვილდება,
„ღმერთი დიდია,ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“
პატივი ეცი ცოლ-შვილსა,
შენ ხარ იმათი პატრონი,
მათ ნუ გაიხდი ბატონად,
ნერც გაუხდები ბატონი.
ცოლმა თუ დაგიძაბუნა
დაზოგჯერ წაგეკიდება, _
„ღმერთი დადია, ღარიბო,
გული ნუ შეგიშინდება.“
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →