შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წიგნი, მოწერილი ჯარიდგან

ალმასაანთ ბეროსაგან
თავის დანიშნულს თამრო
გოგოსთან
მითხრეს, სტირისო. რას სტირი,
რამ აგიდუღა გულია?
რას სტირი, გოგოვ, ბეჩავო,
რადა გდის ნაკადულია?!
ლაშქრად წამოველ საომრად,
განა აქ დავბინავდები?
ნუ სტირი, მალე მოგივალ,
ღმერთია ამის თავდები…
რას სტირი, გულის ჭირიმე,
რად ითხრი მაგ შავს თვალებსა,
ჩემდა ნუ სტირი, მოგივალ,
აბა რა გავალალებსა?!
შენგან დაჭრილი გულშია,
მტერს რაღას შავეპოები,
ან მოვკლავ, ან შევაკვდები,
ისე არ დავეთხოვები!
ნუ სტირი ჩემდა, წამოვალ,
აქ ხომ არ დავბინავდები?
ნუ სტირი, მალე მოგივალ,
ღმერთია ამის თავდები!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →