შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ჯილდო

საქართველო აჯილდოებს
განა მხოლოდ შვილს და პოეტს, _
აჭარაში გადარჩენილ
ქართულ სიტყვას აჯილდოებს.

უხარია ხიხან-სხალთის
ფიქრებს, სევდად დანატოვებს,
გაღვიძებულ დანდალოში
განედლებულ ვაზის რტოებს.

გონიოში ბებერ კედლებს
ფრთას ზღვაური დაატოლებს,
ამღერება მოუნდება
სამასი წლის სიმარტოვეს.

სინაზეზე ნაზად დედა
ალერსს ჩამიიადონებს,
ახალ ნანას გამაგონებს,
კვლავ სიყვარულს შთამაგონებს.

დღეს ჭოროხი კახაბერში
ჯავრის ზვირთებს დაიმდორებს,
გადარჩენილ მის სიმღერას
საქართველო აჯილდოებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →