შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

წუხელ მესიზმრა

წუხელ მესიზმრა, ვკვდებოდი,
შვილს ანდერძს ვეუბნებოდი,
ერთად ვხედავდი, რაიცა
წინათ ჩემ თვალწინ სულ იყო.
ჩიტი ფრთით მინიავებდა,
მზე დაბლა ჩამოსულიყო,
არც არაფერი მტკიოდა,
არც ლიბრი მეფარებოდა,
არც თვალი მეხუჭებოდა,
არც თავი მებრალებოდა.
ვგრძნობდი, შემეძლო მეყვირა:
_ მაცალე, დღევ, არ დამოკლდე!
თან ვწუხდი _ გლოვად შეყრილან,
უხერხულია, არ მოკვდე.
ასე ხათრით და ჭოჭმანით
სიცოცხლეს უნდა გავცლოდი,
ხალხს ვუცქეროდი, ვზომავდი
ხასიათს ჩემი კაცობის.
მტერს და მოყვარეს ვეწვოდი,
ტიროდა დიდიც, ბალღიცა...
წუხელ მესიზმრა, ვკვდებოდი,
სიკვდილმა გამომაღვიძა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →