შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ჩემი სული

რადგან ვუმღერი ამ უკმარობას, _
მრავალტანჯული მამულის ჩივილს,
ასე მგონია, ვაგებ შენობას,
რომელიც მთლიან სიცოცხლედ მიღირს.
ამ შენობაში ვინაც შემოვა,
ვიცი, ხანდახან მაინც დამლოცავს,
მე განშორების ავი დემონი
ა, იმ შავშეთის მთიდან დამეცა.
მიყვარს დანდალოს რგული ხეხილი,
ხევი თამარის ხიდით მშვენდება,
ეს ჩემი სული ქვის ნატეხივით
სამშობლოს კედელს ჩააშენდება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →