შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ქოთანს ლობიო კვლავ ახითხითებს..

ქოთანს ლობიო კვლავ ახითხითებს,
ღამის პეპელა თეთრად ზის ჭერზე,
ობობა თითქოს ციდან შლის ხიდებს,
კედლებზე ჩრდილნი მიაბიჯებენ.
წავიდა პაპა, დაგვრჩა ზღაპარი,
კვლავ ახრამუნებს ფიჩხებს ბუხარი,
მაგრამ ვინღა თქვას ძველი ამბავი,
ხან სახარხარო, ხან საწუხარი?!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →