შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

უშენოდ

მინდა უშენოდ გული მტკიოდეს,
ამიტომ ზოგჯერ შენაც აღელდე,
იმ შენი ქუჩით მე დავდიოდე,
შენ კი ქუჩისკენ კარებს აღებდე.

გამათბოს შენი სახის ამინდმა,
ნუღარ ვხედავდე თვალებს უნდობელს,
რომ გაიხედავ ღია კარიდან,
ის გამოხედვა მე მეკუთვნოდეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →