შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

სხვა არაფერი

სხვა არაფერი არ მინატრია,
პატარა ოდის და ეზოს გარდა,
როცა აკვანი ირწევა კართან,
როცა სიცოცხლეს მთათა და ბართა
ადამიანის ყოფნა ატყვია.

სხვა არაფერი არ მინატრია
მოხნული მიწის სურნელის გარდა,
გზისპირას ჩუმი ჩქაფანი ღართა,
სადაც მრავალი დღე დაგიღამდა
და მაინც თითქოს დღე არ გაკლია.

სხვა არაფერი არ მინატრია
ტკბილი, ალალი სალამის გარდა,
ღიმილი ღიმილს რომ გადაადნა
და სიყვარული იმგვარი დადგა,
რომ ერთი კოცნა არჩენს ნატყვიარს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →