შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

სძინავს პატარას..

სძინავს პატარას,
ჩემს თამთას სძინავს
და მისი სუნთქვის
რომ იფენს ნიავს,
უტოკავს ძარღვი
ხესა და მიწას.
სინორჩის მადლი,
სუფთა და კარგი,
ედება სივრცეს,
სახეებს, საგნებს,
ღრმავდება უფრო
სხვა სიღრმის სიბრძნით
იქ, თაროზე რომ
მოჩანს, ის წიგნიც.
ჩემთვის
ერთსა და იმავეს ნიშნავს
თვალის გახელა
და წიგნის გაშლა;
სძინავს პატარას,
ჩემს თამთას სძინავს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →