ჩანაწერი
Laravel
სტალინგრადი პარიზში
პარიზში სტალინგრადის სახელს ატარებს: მოედანი, მეტროს სადგური, სანაპირო, კაფე.
გმადლობ, პარიზო, რომ ეს სახელი
შემოგინახავს სამარადისოდ,
წვეთში ჩაღვრილი დღე რომ ცქრიალებს,
თითქოს ცრემლია სტალინგრადისა,
გმადლობ, პარიზო, რომ ეს სახელი
შემოგინახავს სამარადისოდ!
ცრემლი სიმწრისა და სიხარულის
შენს შემოდგომურ რტოებზე სხედან,
ძნელია, მაგრამ შენ ეს სახელი
არ გაგიცვლია, მე ამას ვხედავ.
ორმოცდახუთის გმირი მაისი
ამ მოედანზე ისევ მაისობს,
შენ რომ სტალინგრადს უთხარ მადლობა,
იმ მადლობისთვის გმადლობ, პარიზო!
გმადლობ, პარიზო, რომ ეს სახელი
შემოგინახავს სამარადისოდ,
წვეთში ჩაღვრილი დღე რომ ცქრიალებს,
თითქოს ცრემლია სტალინგრადისა,
გმადლობ, პარიზო, რომ ეს სახელი
შემოგინახავს სამარადისოდ!
ცრემლი სიმწრისა და სიხარულის
შენს შემოდგომურ რტოებზე სხედან,
ძნელია, მაგრამ შენ ეს სახელი
არ გაგიცვლია, მე ამას ვხედავ.
ორმოცდახუთის გმირი მაისი
ამ მოედანზე ისევ მაისობს,
შენ რომ სტალინგრადს უთხარ მადლობა,
იმ მადლობისთვის გმადლობ, პარიზო!
Laravel
კომენტარი
0