შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სენეგალელი ქალიშვილები

ზურაბ პატარაძეს
დაკარის ზეცა, ვით შუშის ჭერი,
გხურავს, დეკემბრის სიცხით ილევი,
მოგწონს დამწვარი ქერეჭისფერი
სენეგალელი ქალიშვილები.

შენ ამ ზამთარში თოვლივით თეთრი
ფერისას ნახავ მხოლოდ შენობებს,
სხვა სად იქნება, სხეულთა მკვეთრი
სიშავე ქუჩებს ასე შვენოდეს?

გემბანზე დგები და, როგორც მავრი,
აფრიკით იწვი და იღიმები,
ოკეანეში მიგყვება ჯავრი
სენეგალელი ქალიშვილების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →