შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სახე

ზოგის მზერაში გსუსხავს ჰაერი
და შავი ყინვა ჩამქრალ ხანძრების,
ზოგის სახეზე მოჩანს თვალები,
როგორც ცარიელ სახლის ფანჯრები.

ზოგს რა აწუხებს, ვერა, ვერ იტყვი, _
დაუმალია ავიც, კეთილიც,
დგას მძიმედ, როგორც რკინის სეიფი
და პირისახე აქვს დაკეტილი.

და მტკივა რაღაც ჩუმად, მალულად,
შენც გულში წყენა შეგეპარება
და მწუხარება, როგორც ღამურა,
აფარფატდება შენივ თვალებთან.

სახეს კვლავ ბინდი თუ შერჩენია,
გული თვალებში სითბოს დაეძებს,
ყოველ მოწმენდილ ცას მირჩევნია
კარგი ამინდი კაცის სახეზე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →