შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

სათაური

მინდორში იდგა პატარა სახლი,
პატარა სარკმლით, პატარა ბუხრით,
ვეება მუხას ჟამთასვლით დაღლილს
იმის კედელზე მიედო მუხლი.
მინდორში იდგა პატარა სახლი
და ქარი ქროდა ტყეების მხრიდან,
და შემოდგომა ცივი ცახცახით
მოყვითლო ფოთლებს ეზოში ყრიდა.
სახლზე ნიავი ნისლს მიარწევდა,
პატარა ჩრდილი მიჰქონდა ღელეს...
და ბერი მუხა ბერიკაცივით
იისფერ კვამლზე ითბობდა ხელებს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →