შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე მინდა

მე მინდა
ადამიანებს
ახალი სიყვარული ვარგუნო:
დაღლილ-დაქანცული
ხალხი ბუნებაში დავაბრუნო,
მხრებზე წამოვიგდო თხის თხელი ქეჩხო,
მშვილდიც გავისროლო,
ჩარხიც დავაბრუნო...

ზეგანს წავიდე, ქოხთან გავჩერდე,
სადაც სულ პირველად ცეცხლი დამანახეს...
ბადე დავაფინო მთაში ჩანჩქერებს
და გრილ ლაყუჩებზე ვკოცნო კალმახებს.

ვიყო მწერალი წიგნისა,
ნაღველს და ღიმილს რომ ერთმანეთში ზელს,
სიყვარულში ისე მაგარი ვიყო,
რომ სიმღერა ჩემი გავაგონო მზეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →