ჩანაწერი
Laravel
მამალი დიდ ქალაქში
დიდი ქალაქის უდაბნოში
ყივის მამალი,
ყივის მამალი,
ყურს არ უგდებს მამალს არავინ;
ყივის მამალი მარტოდმარტო
და თავის ექოს
თვითონვე უსმენს გაოცებით
და შეშფოთებით,
ბოლოს და ბოლოს მოთმინება სანამდე ეყოს,
ხმას არ იღებენ ეზოები,
გზები, ფოთლები.
ყივის მამალი,
გარშემო კი კვამლით შებურვილ
სახლებს არ ესმით არაფერი...
ყველგან დაყრუვდნენ?
მაგრამ მზე აღსდგა...
და მამალი თვალანთებული
საკუთარი ხმით გაჩაღებულ
ხანძარს გაჰყურებს.
ყივის მამალი,
ყივის მამალი,
ყურს არ უგდებს მამალს არავინ;
ყივის მამალი მარტოდმარტო
და თავის ექოს
თვითონვე უსმენს გაოცებით
და შეშფოთებით,
ბოლოს და ბოლოს მოთმინება სანამდე ეყოს,
ხმას არ იღებენ ეზოები,
გზები, ფოთლები.
ყივის მამალი,
გარშემო კი კვამლით შებურვილ
სახლებს არ ესმით არაფერი...
ყველგან დაყრუვდნენ?
მაგრამ მზე აღსდგა...
და მამალი თვალანთებული
საკუთარი ხმით გაჩაღებულ
ხანძარს გაჰყურებს.
Laravel
კომენტარი
0