შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

განგაში, ჟამთადენა რომ ლამობს..

განგაში, ჟამთადენა რომ ლამობს,
აწვება ყოფნას, როგორც წამება,
იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო,
რომელსაც კაცი არ ენანება.
დგახარ თუ მიხვალ,
სულ თავთან დავობ,
ჩურჩულებ მთებთან, გზებთან,
ყანებთან,
იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო,
რასაც არავინ არ ენანება.

შენ არ წუწუნებ: _ თავო და თავო,
შენ გებრალება კაცი თავნება,
იმ მოსალოდნელ სიკვდილის გამო,
რასაც არავინ არ ენანება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →