შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გალაკტიონის მერი

_ და ბოლოს წერდნენ, _
გალაკტიონის მერი
დაბერდაო პარიზში, ას წელს მიღწეული,
გვაჩვენეს ფოტოზეც, _ ამაყი მზერით,
მარტოობით და იმდენი წლით ძლეული.
იგონებსო პოეტს,
ნანობსო წარსულს,
ჩანსო ბევრი რამის გამხელა არ სურს...
მოახლოებიაო იმ ქვეყნად წასვლა,
წუხს დედაბერი, მერიო, და სხვა...
_ ვინ იყო მერი? _
მაგრამ მთავარი ეს არის განა?!
ანცი ღიმილი დაღოღავდა
დაბინდულ თვალთან,
ჩანდა ღიმილქვეშ მალავდა მართალს...
ეტრფოდა ალბათ ჩუმად და
მორცხვად თვის ფიქრის მერის
უფრო ნამდვილს
და უფრო ცოცხალს.
ხოლო იმ მომწერლო ენაქავიებს
უტოვებდა ამოსახსნელ მაგალითებს,
რომ თავი ერჩინათ და ეჰიპოთეზათ
და მიზეზები მოეზიდათ
მიზეზად და კიდევ მიზეზად...
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →