შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ბუხარი

ბუხარი ისევ ახურებს კეცებს,
ჩუმი ჩიფჩიფი მომესმის კარდლის,
კედლიდან მამა მცავს ჯავრით, ყადრით,
ნაცარში კი ჩემს ბავშვობას ვეძებ.

მაგრამ ვერ ვიჭერ წასულ წუთს ვერც ერთს,
თუმცა, ჩემში ის ქარივით დადის,
კვლავ მიჰაზირებს ბუხარი სადილს,
ისეთს, როგორსაც ვერავინ შეძლებს.

იწვის ჯირკ-პიწკი, ნაფოტ-ნაპობი,
ამბები ძველი აქ ნაამბობი,
ესმის ამ ბუხარს, ამ ხნიერ კარდალს,
რომელიც ხარშავს ჩვენს ტყუილ-მართალს
და რაც აქ ბოლავს, რაც აქ დაიწვის, _
იცის, _ სულივით ბოლოს არის ცის.
28. I
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →