ჩანაწერი
Laravel
ამ ქვეყანაზე
ამ ქვეყანაზე მეც მიმღერია,
რომ განთიადი იისფერია,
რომ სიხარული ქვეყნად ბევრია,
მაგრამ ის მაინც არაფერია,
სიმწრის გაგება თუ ვერ შეძელი.
მტერზე თუ ხმალი ამიღერია,
მეზობლის წყალი არ მიმღვრევია,
მიყვარს სამშობლოს ქვა თუ მტვერია,
ამ ქვეყანაზე მეც მიმღერია
ლექსი მზისა და ლექსი ენძელის.
ჩემი საქები ყველა ერია,
მაგრამ ქარია თუ მეწყერია,
ქართული ზეცა ჩემი ჭერია,
ამიტომ ვამბობ: ჩემი კერია _
ჩემი აჭარა იყოს დღეგრძელი!
რომ განთიადი იისფერია,
რომ სიხარული ქვეყნად ბევრია,
მაგრამ ის მაინც არაფერია,
სიმწრის გაგება თუ ვერ შეძელი.
მტერზე თუ ხმალი ამიღერია,
მეზობლის წყალი არ მიმღვრევია,
მიყვარს სამშობლოს ქვა თუ მტვერია,
ამ ქვეყანაზე მეც მიმღერია
ლექსი მზისა და ლექსი ენძელის.
ჩემი საქები ყველა ერია,
მაგრამ ქარია თუ მეწყერია,
ქართული ზეცა ჩემი ჭერია,
ამიტომ ვამბობ: ჩემი კერია _
ჩემი აჭარა იყოს დღეგრძელი!
Laravel
კომენტარი
0