შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ბულბული

ბულბულის სტვენა, შაშვის გალობა,
გედის სიმღერა და დედის ნანა,
ასე ტკბილია, ასე თბილია
ჩემი ხალხი და ჩემი ქვეყანა.
მესმის გალობა ედემის ბაღში,
მესმის რომ გალობს ნაზი ბულბული,
სიოს ჩურჩულში, ფოთოლთ შრიალში,
ვუსმენ და ვტკბები გატაცებული.
როგორ ვინატრე მეც რომ მქონოდა,
ნარნარი ხმა და წარმტაცი ბგერა,
რა იქნებოდა მეც შემძლებოდა
იმ ბულბულივით ნაზი სიმღერა.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →