შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

დღეს სხვანაირი მზე იკბინება

ოთარ ჭილაძე 7 წლის წინ
დღეს სხვანაირი მზე იკბინება,
დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე…
და როიალი თეთრი კბილებით
შეჭმას უპირებს შენს ლამაზ თითებს.

თურმე დახშული მქონია ყური
და გული ჩუმი, ვით კურდღლის სორო,
თურმე ვითმენდი უამრავ სურვილს
და ვერთობოდი ფიქრებით მხოლოდ.

მაგრამ – გათავდა! ღმერთმა ინება,
რომ მეც ამ ქვეყნად ჩემს ყანას ვმკიდე…
დღეს სხვანაირი მზე იკბინება,
დღეს ახალ ზეცას ეხსნება რიდე.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →