შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბრმად ვიცხოვრეო-როგორც უთქვამთ მეც ვიტყვი ალბათ

ოთარ ჭილაძე 7 წლის წინ
ბრმად ვიცხოვრეო – როგორც უთქვამთ – მეც ვიტყვი ალბათ,

მაგრამ არც ჩემთვის და არც სხვისთვის აღარ ექნება

არავითარი მნიშვნელობა ამ აღსარებას:

ჩვენ ხომ სინათლეს ველტვით მხოლოდ წყვდიადისადმი

თანდაყოლილი შიშის გამო და ამიტომაც

კი არ ვიზრდებით, კიდევ უფრო ვპატარავდებით,

კი არ ვმდიდრდებით, ვღატაკდებით… რადგან სინათლე

მიდის და მოდის, წყვდიადი კი სულ თავზე გვადგას.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →