შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

შენ დამედები მტლად ჭრილობაზე

ოთარ ჭილაძე 7 წლის წინ
შენ დამედები მტლად ჭრილობაზე,
როცა დაკარგავს ძალას წამალი,
როცა ჩაქრება ბოლო სანთელიც
და ყველა კარი ჩაირაზება,
შენ ჩამიდგები თვალში სინათლედ,
გულში იმედად და გამომიყვან წყვდიადის ტყიდან,
რომ დავინახო, რისი დანახვაც არ ძალუძს მოკვდავს,
არ ძალუძს არცერთ სულიერს ცის ქვეშ –
ის ან არსებობს, ან არ არსებობს,
რადგან ამქვეყნად ჯერ არ შობილა
ამის დამდგენი და ამიტომაც,
თანაბრად ვწვალობთ და ვიტანჯებით
ურწმუნოებიც და მორწმუნენიც…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →