შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ქარი ტიროდა ..

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
ქარი ტიროდა, ქარი ტიროდა, ქარი ტიროდა, ქარი
ტიროდა
და მთელ ქვეყანას ეფინებოდა ქარის ტირილი
სანაპიროდან.

ვიღას შესძრავდა, ვიღას შესძრავდა, ვიღას შესძრავდა
გულისთქმა ჩემი
და გაშეშებულ ციცინათელებს ჰგავდა ნაპირთან
მთვლემარე გემი.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12528

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →