შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

მიყვარხარ ..

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
მიყვარხარ, როგორც გლეხს უყვარს მიწა,
როგორც დასიცხულ მიწას _ ღრუბელი.
მაინც მიყვარხარ, მებრძვი თუ მიცავ,
ჩემი მხსნელი ხარ თუ დამღუპველი.
და წინ, კარივით, მეხსნება სივრცე,
თითქოს ბავშვისთვის წამალი მიმაქვს...
ეს გრძნობა ჩემში სინანულს იწვევს
უკვე გარდასულ დღეების მიმართ.
ასე იქცევა ნახატი ხატად,
ლერწამი – სტვირად და ორთქლი – წვიმად...
ეს გრძნობა ჩემში იმედებს ბადებს
ჯერ მოსასვლელი დღეების მიმართ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →