შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

რომ დაინახო ..

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
რომ დაინახო და გაგიხარდეს,
რაღაცა მაინც უნდა გიყვარდეს.
რაღაცა მაინც უნდა გჯეროდეს -
ნაძალადევად რომ არ მღეროდე.
ტყუილუბრალოდ რომ არ იღწვოდე -
რაღაცა მაინც უნდა იცოდე,
რაღაცა მაინც უნდა გახსოვდეს -
რომ არ დანებდე მტერს არასოდეს.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →