ჩანაწერი
Laravel
კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით ..
` „.. რატომ მაღვიძებ, მეგობარო?“
მიქელანჯელო
კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით
სარკმელიც, სულიც... კვლავ ქრება შუქი
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით
მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი,
უკანასკნელი ანდა პირველი,
თუ შენი ხილვის ვერ გავხდი ღირსი
მე - მშობიარე ქვების მხილველი?!
ვის რაში უნდა სიცოცხლე ქვათა,
მზის საჭრეთელი და მთვარის გრდემლი,
თუ გადამლახავს ბობოქარ ზღვათა,
ბოლო ჩემივე დამახრჩობს ცრემლი?!
და კვლავაც ბეჭდავს წყვდიადის ლუქი
სულსა და სარკმელს... კვლავ ქრება შუქიც
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით.
მიქელანჯელო
კვლავ იბეჭდება წყვდიადის ლუქით
სარკმელიც, სულიც... კვლავ ქრება შუქი
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით
მაგრამ რას ნიშნავს ჩემი და სხვისი,
უკანასკნელი ანდა პირველი,
თუ შენი ხილვის ვერ გავხდი ღირსი
მე - მშობიარე ქვების მხილველი?!
ვის რაში უნდა სიცოცხლე ქვათა,
მზის საჭრეთელი და მთვარის გრდემლი,
თუ გადამლახავს ბობოქარ ზღვათა,
ბოლო ჩემივე დამახრჩობს ცრემლი?!
და კვლავაც ბეჭდავს წყვდიადის ლუქი
სულსა და სარკმელს... კვლავ ქრება შუქიც
და კვლავ მთავრდება შვება ტკივილით,
ტკივილი - შვებით, ვით კვირა - უქმით.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=9990
კომენტარი
0