შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ფედერიკო გარსია ლორკა

ოთარ ჭილაძე 11 წლის წინ
გზიდან გადუხვევს მაღალი ბოშა,
ცხენს გამოხსნის და მოიფხანს კეფას
ჭრიალებს ღერძი. ძაღლები ყეფენ
და შორს გრანადის სამრეკლო მოჩანს.

რა საყვარელი ყოფილა თურმე
მდინარის პირას პატარა სერი.
მდინარის პირას ისვენებს სერი
და აჩერებენ ბევშვები ურმებს.

და ხელს იჩრდილებს ხესთან ირინე –
(ვიღაც მხედარი ღიღინებს მთაში)
ფორთოხალს ჭამს და იცინის ბავშვი
და ყვირის: ირინე...ირინე...

მდინარე არის მკრთალი და ცივი,
მკრთალი და ცივი და სულმთლად ღია.
და როგორც მიზანს ამცდარი ტყვია,
მინდვრების ქარი ყურებში წივის.
Laravel
წყარო: http://litklubi.ge/biblioteka/view-nawarmoebi.php?id=12224

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →