შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ბრმა ბიჭის ლექსი

რამდენჯერ გთხოვე: ბრმა თვალებში მიყურებ ნუღარ!
მე ჰორიზონტზე გამომიბეს მზერა ნოტიო.
ნუ დამიტოვებ მაგ სლიპინა, გლუვ სიტყვას_ "ვწუხვარ",
ჩემთვის, უბრალოდ, ყველა ფერი შვიდი ნოტია,

და ისე ვდუმვარ, იოგებზე ამომდის ხავსი,
და საკუბოვე, ბერწ ხესავით ვდგავარ და ვხმები,
და სხეული მაქვს მირიადი ჭინჭველით სავსე,
და სიმძიმისგან დამტვრეული მაყრია მხრები.

ამ არსებობას რა დავარქვა, იქნებ მირჩიო,
ჩაწვა, შედედდა ჰაერი და სუნთქვაც კი მიჭირს...
ლაღად სიკვდილი ახლა ნაღდად დიდი ნიჭია,
ბოლო აკორდის ასაღები, ძვირფასი ნიჭი!
Laravel
წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=36315

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →