ჩანაწერი
Laravel
უჩემო ღამე
"ეს ღამე ქვეყნად უჩემოდ მოდის
და ისე, ისე მარტოა ღამე..."
ზაზა ბიბილაშვილი
იმაზე ვფიქრობ_
შემოდგომის იმ მთვარიან ღამეზე,
როცა უჩემობას გაყვები ცოლად...
გველივით ნელა შეგაცოცდება ახალი საქმრო,
მასავით ცივი იქნება და მომნუსხველი.
ჯერ კოჭები იგრძნობს სიცივეს, მერე_მუხლები,
მერე_თეძო აგიყვება კანკალს გულისას.
მუცელი უდაბნოს ქვიშასავით ცხელი გაქვს და,
თვალნათლივ ვხედავ:
ნებივრობს მომავალი მეტოქე ჩემი.
ორდება მერე, რათა ერთბაშად ამოუყვეს
ნეტარების წყვილ-წყვილ ბილიკებს.
მანამდე კი, ძაღლივით ერთგულ თავის ორეულს,
მთვარის ჩასვლისას პაემანს უთქვამს:
შეიყრებიან... ჰო, გულის კოვზზე...
ეგ არაფერი, ყელზე მაინც თუ ვერ შეგეხო,
ჩემი მდინარის სათავე თუ ვეღარ წაბილწა,
ალყად გადგას და მონუსხული, თვალებში უმზერ.
უკვე მისი ხარ!
მისი ხარ უკვე...
..........................................................................................................
არც ჭრიჭინები არ შეწყვეტენ ჭირვეულ ჭრიჭინს,
არც მზე დარჩება იმიერში_ მოხუცი დამა,
დაიბადება სადმე, სოფლად პატარა ბიჭი
და სხვა სცენაზე დაიწყება ცხოვრების დრამა.
სხვას დაურიგებს რეჟისორი_ცხოვრება როლებს,
იქნება წვიმა, ქარი, მზეც და იქნება თოვაც.
შენ კი გერქმევა უჩემობის ერთგული ცოლი,
და ჩემს საფლავზე ყოველ ღამით სიჩუმე მოვა.

წყარო: http://urakparaki.com/?m=4&ID=29887
კომენტარი
0